Thursday, 17 May 2012

მსოფლიოს ქალაქები

         ლოს ანჯელესი
მოფერებითი სახელი: ანგელოზების ქალაქი(The City of Angels) და Hollywoodის გამო მსოფლიო გართობის დედაქალაქი(“Entertainment Capital of the World”)
ლოს ანჯელესი(ესპანურად,ინგლისურად იგივე The Angels) შტატების მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია ნიუ იორკის შემდეგ -მოსახლეობით 3.83 მლნ ადამიანი.თუმცა ის მსოფლიოში მე-14 ადგილასაა თავისი აგლომერაციით,მოსახლეობა 14.8 მლნ ადამიანი.
    ლოს ანჯელესის მიდამოები თავდაპირველად დასახლებული იყო მკვიდრი ამერიკელების ტომებით.პირველად ევროპელები აქ გამოჩნდნენ ესპანელი მოგზაურის ხუან როდრიგეს ქაბრილოსმეთაურობით 1542 წელს,თუმც აქ დასახლება არ შექმნილა კიდევ 227 წელი,სანამ ფრანცისკელთა მისიამ პორტოლასა და ხუან კრესპის მეთაურობით არ მიაღწია დღევანდელი ლოს ანჯელესის ტერიტორიას 1769 წელს.თუმცა კალიფორნიის მმართველმა აქ ესპანეთის ბატონობა გამოაცხადა.ოფიციალურად აქ ქალაქი დაარსდა 1781 წლის 4 სექტემბერს და ეწოდა ‘’Los Pobladores’’.დღევანდელ ლოს ანჯელესში ეს ტერიტორია არის ისტორიული მნიშვნელობის და უძველესი მთელს ქალაქში-Los Angeles Pueblo Plaza და Olvera Street.
    ქალაქმა დამოუკიდებლობა ესპანეთის იმპერიისგან მოიპოვა 1821 წელს.თუმცა ის რჩებოდა მექსიკის შემადგენლობაში.ეს ხანა დასრულდა ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ(1847 წელს)
აქ რკინიგზა გაიყვანეს 1876 წელს,ნავთობი კი აღმოაჩინეს 1892 წელს და სულ მალე ქალაქი ნავთობის უდიდესი ტრანსპორტიორი გახდა



                ლონდონი
ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 7.385.575 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი).
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი“, დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა "დიდი ლონდონი". ლონდონმა ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს იგეგმება ოლიმპიური თამაშების მესამედ ჩატარება.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.



              ტოკიო

ტოკიო (იაპ.'' 東京, Tōkyō, "აღმოსავლეთის დედაქალაქი") -- იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს.
ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები იჭიმება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული.
როგორც ერის პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, ტოკიოს იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს.
ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან "გლობალურ ქალაქთა" (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ.




იხილეთ პიკასა ალბუმი

No comments:

Post a Comment